პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ საგანგებო რეჟიმზე გადადის.
ნინო გოგუაძის განცხადებით, ყველა არაძალადობრივ აქციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართება. ასევე მათი მოძრაობა როგორც კოალიციის წევრი, მიიღებს აქტიურ მონაწილეობას კოალიციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში. „დროამ“ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული იქნება.