კონსულტაციები პარლამენტში

13 წლის შემდეგ პარლამენტი კიდევ ერთხელ ხდება შიმშილობის ადგილი.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია. ის „ლელოს“ ოთახში იშიმშილებს და მხოლოდ წყალს მიიღებს.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ფრაქცია „ლელოს“ წევრების და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრა. კონსულტაციების შემდეგ ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში ხოშტარიას სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ. ხერხეულიძე ხოშტარიას საქციელს სამაგალითოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ თავად სხვა საქმეები აქვს.