სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადება

ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ელოდება.

ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე – დღეს მედიას შეხვდნენ იმ სამი ოპოზიციური ძალის ლიდერები, რომლებმაც ამ არჩევნებზე კოალიცია შექმნეს. სამივე ლიდერისთვის 2 ოქტომბერი რეფერენდუმის დღეა.

„ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“ და „გირჩი“ ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას და კოალიციური მთავრობის შექმნას აანონსებენ. თუმცა კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში „ქართულ ოცნებასთან“ და გიორგი გახარიას გუნდთან თანამშრომლობას გამორიცხავენ. რა იქნება 3 ოქტომბერს ოპოზიციისთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში – ოპოზიციონერმა ლიდერებმა გეგმაზე საუბრისგან თავი შეიკავეს, თუმცა თქვეს, რომ შარშანდელისგან გასხვავებით, ხმების დაცვის კონკრეტული მექანიზმები აქვთ მომზადებული.

დატოვე კომენტარი