რუსეთთან სიტყვიერი დაპირისპირების და სირიაში განხორციელებული სარაკეტო დარტყმების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი შიდა პოლიტიკას და წარსულს თავს მაინც ვერ არიდებს.
ტრამპის გარშემო მორიგი სკანდალი მწიფდება. ამჯერად პრეზიდენტის წინააღმდეგ FBI-ის ყოფილი შეფი გამოვიდა. საქმე კი ჯეიმს კომის წიგნს ეხება, რომლის პრეზენტაციაც 17 აპრილს იგეგმება.
სქელტანიანი მემუარები ტრამპთან თანამშრომლობის დეტალებს და პირად საუბრებს მოიცავს.
დასავლურ მედიაში უკვე საუბრობენ, რომ მემუარები ბესტსელერი გახდება.