სატელეფონო საუბარი ბაიდენსა და პუტინს შორის

12:32, 27.01.2021

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. ბაიდენმა პუტინთან ისაუბრა “სოლარ ვინდზეკიბერთავდასხმის, შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხებზეც. თეთრი სახლის ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ აშშ იმოქმედებს მტკიცედ საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომელიც ზიანს აყენებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან მის მოკავშირეებს.

მსგავსი