აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესში ყოველწლიური მიმართვით წარდგა.

კოვიდპანდემია, ეკონომიკის აღდგენა, იარაღის კონტროლი, პოლიციის რეფორმა, კლიმატური ცვლილებები, საგარეო პოლიტიკა – ეს ის საკითხებია, რომლებსაც ჯო ბაიდენმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.  გამოსვლის ბოლოს ბაიდენი შეეხო 6 იანვარს, კაპიტოლიუმის თავდასხმას და თქვა, რომ აშშ-ის მეტოქეები ამ მოვლენების შემხედვარე ფსონს დებდნენ, რომ აშშ-ის დემოკრატია ვერ გადარჩება, თუმცა ისინი შეცდნენ.

ბაიდენის პირველი გამოსვლა კონგრესში და მისი მთავარი გზავნილები, – მოამბის ეთერში ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ეკა მაღალდაძე ისაუბრებს.