რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტს

აშშ-ს და რუსეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობა სულ უფრო მწვავდება. მსოფლიოში ყველა თანხმდება, რომ დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობა ისტორიულ დაბალ ნიშნულზეა. მაშინ როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთის მისამართით მუქარა ისმის, მოსკოვში ამბობენ, რომ ცუდი სცენარისთვის მზად არიან, თუმცა პარალელურად ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას მსოფლიო პრობლემურ საკითხებზე საუბარი ღია ეთერში შესთავაზა. კრემლის განმარტებით, პრეზიდენტების კომუნიკაციისთვის დიპლომატიური არხებით მუშაობა გრძელდება. ახლა ჯო ბაიდენმა უნდა გადაწყვიტოს, დასთანხმდება თუ არა მეტოქესთან ღია დისკუსიას.

მოამბე

დატოვე კომენტარი