აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად განაგრძობს უკრაინელი ხალხის თავდაცვითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას და ამას მომავალშიც გააგრძელებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, მან ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შედეგები რუსეთის ეკონომიკისთვის გამანადგურებელი იქნება. ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის მიმართ დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვლება და რუსეთს „მძიმე ფასის“ გადახდა მოუწევს. ბაიდენი ასევე განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოკავშირეებთან ერთად აშშ-ი აღმოსავლეთ რეგიონში მეტ ჯარისკაცს გააგზავნის, თუმცა, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაგზავნა არასდროს ყოფილა დღის წესრიგში.