დონალდ ტრამპი - მისია შესრულებულია
დონალდ ტრამპი - მისია შესრულებულია

აშშ-ის პრეზიდენტი სირიაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმებს „სრულყოფილად შესრულებული” უწოდა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე წერს.

„გუშინ ღამით დარტყმა სრულყოფილად შესრულდა. მადლობა საფრანგეთს და გაერთიანებულ სამეფოს მათი სიბრძნისთვის და მათი შესანიშნავი სამხედროების ძალისთვის. უკეთეს შედეგს ვერ მივიღებდით. მისია შესრულებულია!”

კიდევ ერთ ჩანაწერში ტრამპი ამერიკელ სამხედროებს აქებს. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც თავდაცვაზე კიდევ მილიარდობით დოლარი დაიხარჯება, ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს მსოფლიოში ბადალი არ ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო დარტყმები სირიაში მდებარე ქიმიური იარაღის საწარმოებზე, საცავებზე და რამდენიმე სამხედრო აეროდრომზე მიიტანეს.