აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგნენ.  ახალმა პრეზიდენტმა უკვე პირველი განკარგულებაც გამოსცა და თავისი წინამორბედის გადაწყვეტილებების ნაწილი გააუქმა. ჯო ბაიდენის ინაუგურაცია, რომელსაც დონალდ ტრამპი არ დასწრებია, თუმცა სამი ყოფილი პრეზიდენტი ესწრებოდა, უპრეცედენტო პირობებში ჩატარდა – უკიდურესად გამკაცრებული უსაფრთხოების ზომებისა და კორონავირუსის გამო მოქმედი რეგულაციების ფონზე. დემოკრატიამ გაიმარჯვა  – ეს იყო ჯო ბაიდენის საინაუგურაციო სიტყვის მთავარი გზავნილი. აშშ-ის ახალი  ლიდერი პირობას დებს, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.

სალომე თორაძის სიუჟეტი.