ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე

„ტვ პირველის“ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის გამო დაკავებულ პირს, ბრალს ოფიციალურად უახლოეს საათებში წაუყენებენ. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით სასამართლოს, სავარაუდოდ, დღესვე მიმართავს  და პატიმრობას მოითხოვს.  სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ  5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 30 წლის მამაკაცმა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

5 ივლისის საქმეებზე დაკავებულია 29 პირი. დაზარალებულად ცნობილია 52 ადამიანი, მათ შორის 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.