არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვიდან პასუხები ისევ ვერ მიიღო.
34 წლის მოქალაქის წამებით მკვლელობა ჟენევის დღევანდელი მოლაპარაკების მთავარი თემა იყო, თუმცა რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლება კვლავ საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა.
ქართულმა დელეგაციამ ჟენევაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც ჩაიტანა და ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა მოითხოვა, თუმცა რუსეთის პირველი დიპლომატის მოადგილემ „მოამბესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ ორგანოები ვლადიკავკაზის ლაბორატორიაშია.
პროვოკაციული იყო მოსკოვის გზავნილები 2008 წლის ომის შეფასებაზე და ცეცხლის შეწყვეტის დღემდე შეუსრულებელ შეთანხმებაზე.