დავით ზალკალიანი - ჟენევის მოლაპარაკებები უნივერსალური ფორმატია და მისი ეფექტიანად გამოყენება უნდა მოხდეს
დავით ზალკალიანი - ჟენევის მოლაპარაკებები უნივერსალური ფორმატია და მისი ეფექტიანად გამოყენება უნდა მოხდეს

ჟენევის მოლაპარაკებები უნივერსალური ფორმატია და მისი ეფექტიანად გამოყენება უნდა მოხდეს. ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ შევძინოთ ამ ფორმატს მეტი დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებათა მიმდინარე რაუნდი საქართველოს დელეგაციამ ძალიან აქტიურად გამოიყენა.

„ძალიან მწვავედ დაისვა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული მკვლელობის საკითხი. ჩვენმა დელეგაციამ წარადგინა მტკიცებულებები – კერძოდ, სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გვამი იყო გადმოცემული შინაგანი ორგანოების გარეშე. ასევე, ქართულმა დელეგაციამ დასვა საკითხი, რატომ მოხდა ცხედრის დაგვიანებით გადმოცემა და ამ ტრაგიკულ მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვა მხარეს, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტირებული პასუხები დასმულ კითხვებზე. ისინი საკითხის თავიდან აცილებას ცდილობდნენ. ცდილობდნენ, ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებს გაეკეთებინათ განმარტებები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი მიმდინარეობს.