ჟენევის მოლაპარაკებები

ლიეტუვასთან ერთად ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია შვეიცარია.

ხვალ ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი გაიხსნება. ქართული დელეგაციის დღის წესრიგში მთავარი თემები ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი გეგმის შესრულებაა, რომელიც საოკუპაციო ძალების გასვლასთან ერთად დევნილთა დაბრუნების საკითხსაც მოიცავს. როგორც წესი, იძულებით გადაადგილებულ პირთა თემის განხილვის დროს რუსული დელეგაცია მოლაპარაკების ოთახს ტოვებს, თუმცა ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციების მზარდი ზეწოლის იმედი აქვს. ოკუპირებულ ტერიოტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა გახშირებული გატაცებების და დამძიმებული სიტუაციის ფონზე ხვალინდელი შეხვედრა კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.