ფიროსმანის გამოფენა ბაზელში

ქართველი თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედებას შვეიცარიაში გაეცნობიან.

ნიკო ფიროსმანის 45 ნამუშევარი ექსპოზიციაზე ბეილერის ფონდშია წარმოდგენილი. გამოფენის პარალელურად, დამთვალიერებელი სპეციალურად დიდი ქართველი მხატვრისთვის მოწყობილ ოთახსაც ესტუმრება, სადაც ფიროსმანის ცხოვრებაზე სხვადასხვა სახის ინფორმაციას მიიღებს.

შვეიცარიამდე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ოთხი თვის განმავლობაში დანიის თანამედროვე ხელოვების მუზეუმში იყო გამოფენილი.