პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შვეიცარიაში

საქართველოსა და შვეიცარიას შორის მალე შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს.

ფრენების საკითხი და ეკონომიკური კონტაქტების გაძლიერება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. როგორც ირკვევა, პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები ბოლო ფაზაშია. შალვა პაპუაშვილი დღეს შვეიცარიელმა კოლეგამ მიიღო. შეხვედრა გაიმართა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. განიხილეს რეგიონული გამოწვევები და საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები. აქცენტი ჟენევის ფორმატზე და ამ ფორმატში შვეიცარიის განსაკუთრებულ როლზე გაკეთდა.