რა ჩაითვლება დისკრიმინაციად ვაკანსიის გამოცხადების პროცესში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმძღვანელო შემუშავდა რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურმა წარადგინა. დოკუმენტი კერძო და საჯარო დაწესებულებებისთვის მომზადდა. მასში განმარტებულია ის ძირითადი პრინციპები, რაც წინასახელშეკრულებო ეტაპზე დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რათა თავიდან აირიდოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. მაგალითად, დამსაქმებელმა თავი უნდა შეიკავოს ვაკანსიის ტექსტში სტერეოტიპული და კონკრეტულ ჯგუფზე მიმანიშნებელი ფრაზების გამოყენებისგან. არ უნდა მიუთითოს რომელიმე სქესისთვის სპეციფიკური ტერმინები. შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ ვაკანსიის შესახებ ტექსტის მომზადება და სახელმძღვანელოდ გამოცემა მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია.