დასაქმების ფორუმი

სასტუმრო „ტერმინალში“ დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე წარმოდგენილმა ბიზნესკომპანიებმა „ბიდისი“ აკადემიის კურსდამთავრებულებს სხვადასხვა ვაკანსია შესთავაზეს. დასაქმების მსურველებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზევე გაცნობოდნენ როგორც კონკრეტული ბიზნესოპერატორის სამუშაო პირობებს, ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს. დასაქმების ფორუმი „ბიდისი“ აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.