ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება – განაცხადა გერმანიის მთავრობის კოორდინატორმა რუსეთის, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკითხებში, ბუნდესტაგის წევრმა დირკ ვიზემ, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას. მისივე თქმით, გერმანიაში ვიზალიბერალიზაციის ბოროტად გამოყენების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა პროცესს საფრთხე არ ემუქრება და გერმანია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აგრძელებს.