სუამ-ის მინისტერიალი

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41 სხდომაში, რომელიც ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება. სხდომას, სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყნის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს და მასში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი, აზერბაიჯანის პირველი დიპლომატი და სუამ-ის გენერალურ მდივანი. მონაწილეები უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში, სუამ-ის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და სექტორული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს განიხილავენ.