„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი“ - შეფასებები

ისევ პოლიტიკური შეფასების თემაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ კვლევა, რომელშიც საქართველომ წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. კვლევაში განხილულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შედეგები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი. კვლევა სამ ძირითადი მიმართულებას ემყარება. ესენია – დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება და მდგრადი განვითარება. კვლევას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, მმართველი გუნდი არაობიექტურად მიიჩნევს.