სამეცნიერო კონფერენცია

„ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა“ –  ამ სახელწოდებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU-ში. კონფერენციაზე სპიკერებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ექვს სახელმწიფოს. კონფერენციის მიზანია, ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევრებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკის განმსაზღვრელ და სხვა დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა მიეცეთ წარმოადგინონ თავიანთი შეხედულებები და ჩაერთონ მნიშვნელოვან სამეცნიერო დისკუსიებში.