თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს არ მოიხდის, საჯარო სექტორში ვერ დასაქმდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, თუ აღნიშნული იდეა კანონად იქცევა, ეს უმუშევრობას გაზრდის, რადგან დღეს საქართველოში ყველაზე დიდი დამსაქმებელი სახელმწიფოა.
გარდა ამისა, შაშკინის თქმით, უმუშევრობის ზრდასთან ერთად, ეს იდეა სახელმწიფო უწყებებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვაში შეუშლის ხელს და ასეთი კადრების კერძო სექტორში გადადინებას შეუწყობს ხელს.