ხელშეკრულების შეწყვეტა

ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყო ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან.

გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო. დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიას ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით.

ახალი ტენდერების გამოცხადება  მიმდინარე წლის მარტის თვეშია დაგეგმილი.