„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მთავრობას კორონაკრიზისის მართვასთან დაკავშირებით, ათ შეკითხვას უსვამს. როგორც დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, ეს კითხვები მოსახლეობის მხრიდან სხვადასხვა შეხვედრებზე დაისვა. კითხვები ეხება თანხების გადანაწილებას, სასწავლო წლის დაწყებისთვის მზაობას, ქვეყანაში სასუნთქი აპარატების რაოდენობას, საკარანტინო ზონებად სასტუმროების შერჩევითი მიდგომით არჩევას.

ასევე, შაშკინის თქმით, მოსახლეობას აინტერესებს, რატომ იხურება ბარები და რესტორნები მაშინ, როდესაც დედაქალაქის მერია სხვადასხვა ღონისძიებებს აფინანსებს, რატომ გავრცელდა ასე მასშტაბურად ვირუსი, როდესაც ჩვენი მოქალაქეები კარანტინში იყვნენ. დიმიტრი შაშკინის თქმით, ამ შეკითხვებზე პასუხები ხელისუფლებას არ აქვს.