ინფრასტრუქტურული პროექტები 

სოლიდური თანხის დახარჯვის და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიუხედავად, ქვეყნის სხვადასხვა რაიონის სოფლებში წყალმომარაგების და გზების პრობლემა ისევ მოუგვარებელი რჩება.

ცალკე გამოწვევაა ამორტიზებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და ამბულატორიებში არსებული მძიმე პირობები. თუმცა, რეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამაც მოქმედებს. პრობლემების გადაჭრას ეტაპობრივად აპირებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელმაც დღეს რეგიონებში 2019 წელს ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა.