ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი შაშკინი ფიტნესდარბაზების პერსონალს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც ფიტნესცენტრებში და სპორტულ დარბაზებში მუშაობდნენ, სამი თვეა, უმუშევრად არიან.

დიმიტრი შაშკინი ითხოვს, რომ ხელისუფლებამ აუხსნას აღნიშნულ პირებს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტდარბაზებმა მუშაობა განაახლონ და თუ მდგომარეობა უცვლელი დარჩება, სახელმწიფომ მათ ადეკვატური კომპენსაცია და გეგმა უნდა შესთავაზოს.

დატოვე კომენტარი