შაშკინის განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განათლების სამინისტროს მოუწოდებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებითი თარიღი ჩანიშნოს.

დიმიტრი შაშკინის თქმით, აბიტურიენტებს, რომლებიც ტემპერატურის გამო გამოცდაზე ვერ მოხვდნენ, სასწავლო წელი არ უნდა გაუცდეთ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაგეგმილი აქვთ საგამოცდო რეფორმა. შაშკინის თქმით, მათ მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ მისაღები გამოცდები წელიწადში სამჯერ ჩააბარონ.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გამოცდებზე მაღალი ტემპერატურა მხოლოდ ორ აბიტურიენტს გამოუვლინდა. მათ უკვე ჩაუტარდათ „პისიარ ტესტი“, რომელმაც ინფექციის არსებობა არ დაადასტურა. უწყებაში აცხადებენ, რომ აბიტურიენტებს წელი არ გაუცდებათ.

დატოვე კომენტარი