ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს დიმიტრი ქუმსიშვილი. ყოფილი მინისტრის ადვოკატმა შესაბამისი მოთხოვნით დღეს მთავარ პროკურატურას მიმართა.
ადვოკატის განმარტებით, ქუმსიშვილი მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს ემიჯნება და მზად არის, საგამოძიებო უწყებას ჩვენება დაუყოვნებლივ მისცეს.
უფლებადამცველი მედიაში დღეს გავრცელებულ ჩანაწერსაც გამოეხმაურა, სადაც ქუმსიშვილის გვარი კვლავ ფიგურირებს.