ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნოემბრის სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. მინისტრები მსოფლიოში არსებულ დაძაბულობასა და მათი გაუმჯობესების გზებს განიხილავენ. ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში მინისტრები ისაუბრებენ გლობალურ კონფლიქტებზე, მათ შორის, უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომების შესახებ. შეხვედრას დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც დაესწრო.