ენტონი ბლინკენის განცხადება

12:16, 10.07.2022

„დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრაზე ვანგ ის მოუწოდა, დაეგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და თანამშრომლობის გზები შესთავაზა. ჩინეთის და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა ინდონეზიაში ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ, ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებთან საუბარში უარყო ჩინეთის განცხადება რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალიტეტის შენარჩუნების შესახებ. ბლინკენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან პარტნიორობის შესახებ ჩინეთის ლიდერი საკუთარი განცხადების ერთგული დარჩა. ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ მაისში პეკინმა და მოსკოვმა ერთობლივი სტრატეგიული წვრთნებიც ჩაატარეს.

მსგავსი