ჯო ბაიდენის განცხადება

ჯო ბაიდენი არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მან არ დააკონკრეტა, რა იქნება ამერიკის პასუხი, თუ პუტინი დანაპირებს შეასრულებს და ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა ნოემბერში ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა. „მე არ მაქვს მასთან შეხვედრის განზრახვა, მაგრამ თუ ის „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩემთან მოვა და მეტყვის, რომ სურს ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებაზე საუბარი, მე მას შევხვდებოდი. ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ბაიდენმა.