უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს

უკრაინის პრეზიდენტი „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას რუსეთის გამანადგურებელი ომის შეჩერების მოწოდებით გამოვიდა. „დარწმუნებული ვარ, რომ ახლა დადგა დრო, როდესაც რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა შეჩერდეს და მისი შეჩერება შესაძლებელია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ბალიზე მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მინსკის შეთანხმება-3“ არ იქნება. უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული კატასტროფით აშანტაჟოს.