უკრაინის პრეზიდენტი „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას რუსეთის გამანადგურებელი ომის შეჩერების მოწოდებით გამოვიდა. „დარწმუნებული ვარ, რომ ახლა დადგა დრო, როდესაც რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა შეჩერდეს და მისი შეჩერება შესაძლებელია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ბალიზე მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მინსკის შეთანხმება-3“ არ იქნება. უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული კატასტროფით აშანტაჟოს.