დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისში ჩავიდა „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი. შალვა ნათელაშვილმა, გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე, ყვავილების გვირგვინი მიიტანა. პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტაძარში პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნის აღმშენებლობა დაიწყოს.