დღეიდან ტაქსების თეთრად შეღებვის პროცესი იწყება. ნებართვის მფლობელი ტაქსის მძღოლები, მანქანის შეღებვისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერებსაც მიიღებენ. საუბარია იმ ავტომობილებზე, რომლებსაც სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება უკვე გავლილი აქვთ. მძღოლებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალმა,” მანქანაზე, 2 წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მოემსახურება.
ვაუჩერების გაცემა დღეიდან დაიწყება და 10 აგვისტომდე გაგრძელდება. პირველი ოქტომბრისათვის კი პროცესი დასრულებული უნდა იყოს. მძღოლს, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნებს არ შეასრულებს, შესაბამისი სანქციები დაეკისრება.