საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება

პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება სამშაბათს ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები – მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი და გოგა გულორდავა არიან.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება პირი, რომელსაც 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე აღებული ჰქონდა დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით  გადაყვანის ნებართვა და პირველი ოქტომბრიდან ახალი ნებართვის აღება ვერ მოახერხა.

პირველ ოქტომბერს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი ნაწილით დაჯარიმებულია 515 პირი, ხოლო მუხლის მეორე ნაწილით – 192 პირი.

დეპუტატების ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად 515 პირს 100 ლარის, ხოლო 192 პირს 200 ლარის გადახდა არ მოუწევთ.