ტაქსების რეფორმა

დედაქალაქში ტაქსებზე ამოქმედებული რეგულაციების გადახედვას მოითხოვს დავით მესხიშვილი.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, თბილისში რეფორმა არ გატარებულა. ახალმა რეგულაციებმა კი მხოლოდ ტაქსის ფერის და მომსახურების ფასების ცვლილება გამოიწვია.

დავით მესხიშვილის პოზიციას არასერიოზულს უწოდებს დედაქალაქის მერი. კახა კალაძის თქმით, რეფორმით ტაქსის მძღოლებს მომსახურების გაწევა არ ეკრძალებათ.