ახალი საინფორმაციო პლატფორმა

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით შეიქმნა და ტესტირების რეჟიმში მუშაობს ახალი, ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „აიტი“ პლატფორმა იძლევა საშუალებას შეიქმნას ცენტრების მიერ განხორციელებული ინსპექტირებების ერთიანი ბაზა, ასევე პროგრამა სხვადასხვა ანგარიშებისა და მონიტორინგის წარმოების შესაძლებლობასაც იძლევა. ახალი საინფორმაციო პლატფორმა სამინისტროს წარმომადგენლებმა ტესტირების ცენტრების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ტექნოპარკში გააცნეს.