მომავალი წლის ბიუჯეტში დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაც იქნება გათვალისწინებული. ამ მიმართულებით დაფინანსება იზრდება.
გამოყოფილი იქნება 250 მილიონი ლარი, რაც წლების ბიუჯეტთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ თანხით 2023 წლის ბოლომდე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები ხუთ ქალაქში უნდა აშენდეს. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელ ფართებს 45 000-მდე ოჯახი ელოდება. გეგმაა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ბინებით 7 000 ოჯახის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს.