ჩილე საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა.
მთავრობით უკმაყოფილო მოქალაქეები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და სავაჭრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ძარცვავენ. ქვეყნის არაერთ ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსახლეობის ნაწილი მთავრობისგან გადასახადების შემცირებას და სოციალურ თანასწორობას ითხოვს. ქვეყნის ხელისუფლებას დათმობებზე უწევს წასვლა.
მთავრობა აქციის მონაწილეებს სოციალური რეფორმების დაწყებას ჰპირდება.