ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა.
„ახლახან ვაზიარე მამა გიორგი. როგორც იცით, მამა გიორგი შეუძლოდ გახდა, მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. ორშაბათს უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ, როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე, დამეჩქარებინა.
ღვთის წყალობით, ეზიარა მამაო და იმედი მაქვს, მალე განიკურნება და კარგად გახდება. როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული“, – განაცხადა დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში პენიტენციური დაწესებულებიდან გუშინ, წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით გადაიყვანეს.