კომენტარი დეკანოზ მამალაძის საქმეზე

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე კომენტარი გააკეთა მეუფე ნიკოლოზმა. სასულიერი პირი ამბობს, რომ სინოდმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ორ პრეზიდენტს მიმართა. რაც შეეხება დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეუფე ნიკოლოზის თქმით,  საჭიროების შემთხვევაში, დაკავებულ სასულიერო პირს, შესაბამისი დახმარება უნდა გაეწიოს.