გიორგი მამალაძის საქმე

სახალხო დამცველი მსჯავრდებულ დეკანოზს ხვდება.

ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი მამალაძის თხოვნის შემდეგ მივიდა. მსჯავრდებული შიმშილობს. მისი ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მას სამედიცინო მომსახურეობა სათანადოდ არ უტარდება. თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ ამ დღეებში ის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე სკანდალური მტკიცებულებების გასაჯაროვებას დაიწყებს.