დეკანოზ მამალაძის საქმე

გიორგი მამალაძის საქმეზე, ადამიანის  უფლებების სწავლებისა და  მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით  მიმართავს.  მათი განცხადებით, უნდა მოხდეს სასჯელის გადავადება, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.