დეკანოზ მამალაძის საქმე

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, დღეს კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა მეუფე ნიკოლოზმა. სასულიერო პირმა, ჟურნალისტების შეკითხვებს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ უპასუხა. მეუფე ამბობს, რომ სინოდმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ორ პრეზიდენტს მიმართა.

რაც შეეხება დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სასულიერო პირმა, შესაბამისი დახმარება უნდა მიიღოს.