თბილისის ბიუჯეტის განხილვა

დედაქალაქის ბიუჯეტი საკრებულოში გაერთიანებული კომისიების ფორმატში განიხილეს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი მილიარდ 21 მილიონით განისაზღვრა.

317 მილიონი სოციალური საჭიროებისთვისაა განსაზღვრული.  430 მილიონამდე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკოლოგიის გაუმჯობესებას 111 მილიონი მოხმარდება.

ოთარ გრიგოლიას თქმით, პირველადი პროექტის შემოტანის შემდეგ, კორექტირება გარეუბნების ბიუჯეტებში მოხდა.

გლდანის, სამგორისა და ნაძალადევის გამგეობების დაფინანსება გაიზარდა. რომელიც თბილისისთვის საჭირო ყველა მიმართულებას მოიცავს.  დედაქალაქის ბიუჯეტს ხვალ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.