წლის ბოლოდან ახალ გუბერნატორებს რეგიონების მართვა დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიით მოუწევთ. შესაბამის დოკუმენტზე მუშაობა მთავრობამ დღეს დაიწყო.
პროცესში აქტიურადაა ჩართული მესამე სექტორიც, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებების და ფინანსური დამოუკიდებლობას ზრდას ითხოვს.
ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებს შორის კოორდინაციის კუთხით მთავარ გამოწვევად სწორედ ფინანსური საკითხები სახელდება. ცალკე პრობლემაა თვითმმართველი ქალაქების მერების მიერ გადაწყვეტილებების შეთანხმების აუცილებლობა, რაც ხშირად პროცესს აჭიანურებს.
კიდევ ერთი მოთხოვნა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების უფრო მეტად ჩართულობაა. მთავრობა პირობას დებს, რომ შვიდწლიანი სტრატეგიის მზადებისას არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.