გასვლითი შეხვედრა ბორჯომში

უკვე სამ საათზე მეტია, ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი გეგმაა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უწყებები კონკრეტულ სტრატეგიას და სამოქმედო ნაბიჯებს წარადგენენ.

რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის პარალელურად, ნათია ქენქაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.