„ცენტრ-პოინტის“, „სვეტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები მოუწოდებენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებსა და მედიასაშუალებებს პრობლემა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ გამოიყენონ. მათი თქმით, პოლიტიკური პროცესები გავლენას ახდენს მოლაპარაკებებისა და ინვესტორების მოძიების პროცესზე. კომპანია „სვეტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულების განმარტებით, მათ კორპუსებზე მუშაობა დაწყებულია. საკითხი მერიის დახმარებით მოგვარდა.
მოამბე